თუ ორ სახელმწიფოს შორის შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობები, ან თუ მისია დროებით ან მუდმივად გამოწვეულია:
ა) ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, პატივი უნდა სცეს და დაიცვას მისიის კარმიდამო, მის ქონებასთან და არქივებთან ერთად;
ბ) წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია, მისიის კარმიდამოს მოვლა, მის ქონებასთან და არქივებთან ერთად, ანდოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მისაღებ მესამე სახელმწიფოს;
გ) წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია, საკუთარი და თავისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა ანდოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მისაღებ მესამე სახელმწიფო