1. მათი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ხელყოფის გარეშე, ამგვარი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირების ვალდებულება არის პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციების. მათ აგრეთვე აქვთ ვალდებულება არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

2. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან მიმართებით ყველა ოფიციალური საქმიანობა, რომელიც წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ ეკისრება მისიას, წარიმართება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ან სხვა სამინისტროს მეშვეობით, რომელიც შეიძლება შეთანხმდეს.

3. მისიის კარმიდამო არ უნდა იქნეს გამოყენებული მისიის იმ ფუნქციებთან შეუსაბამო ფორმით, რაც დადგენილია წინამდებარე კონვენციით ან ზოგადი საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებით ან წარმგზავნ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოქმედი სპეციალური შეთანხმები