1. პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მფლობელი თითოეული პირი, აღნიშნულით სარგებლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტიდან იმის გათვალისწინებით, რომ იგი მიიწევს საკუთარი თანამდებობის დასაკავებლად, ხოლო თუ იგი უკვე იმყოფება ტერიტორიაზე, იმ მომენტიდან, როდესაც საგარეო საქმეთ სამინისტროს ან სხვა სამინისტროს, რომელიც შეიძლება შეთანხმდეს, ეცნობება მისი დანიშვნის შესახებ.

2. როდესაც პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირის ფუნქციები სრულდება, ამგვარი პრივილეგიები და იმუნიტეტები, როგორც წესი, წყდება მის მიერ ქვეყნის დატოვების მომენტიდან, ან გამგზავრებისათვის განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლიდან, მაგრამ აღნიშნულ მომენტებამდე იგი განაგრძობს მოქმედებას, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი. მიუხედავად ამისა, ამგვარი პირის, როგორც მისიის წევრის იმუნიტეტი, მოქმედებს მის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან მიმართებით.

3. მისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათი კუთვნილი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას მათ მიერ ქვეყნის დატოვებისათვის განსაზღვრული გონივრული ვადის ამოწურვამდე.

4. მისიის იმ წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელიც არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები პირი, ან მასთან საცხოვრებლად თანხმლები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს გარდაცვლილის მოძრავი ქონების გასატანად, ქვეყანაში შეძენილი იმ ქონების გამოკლებით, რომლის ექსპორტი აკრძალული იყო მისი გარდაცვალების დროს. ნაკვეთის, მემკვიდრეობისა და უფლებამონაცვლეობის საბაჟო მოსაკრებლები არ გადაიხდევინება იმ მოძრავ ქონებაზე, რომლის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსება განპირობებული იყო მხოლოდ გარდაცვლილის, როგორც მისიის წევრობის გამო ან როგორც მისიის წევრის ოჯახის წევრობის გამ