1. საკონსულო დაწესებულების თითოეული მუშაკი ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს იმ მომენტიდან, როდესაც იგი ჩადის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, ან, თუ უკვე იმყოფება ამ ტერიტორიაზე, თავისი მოვალეობის შესრულების მომენტიდან.
2. საკონსულო დაწესებულების მუშაკთან მცხოვრები ოჯახის წევრები და მისი კერძო შინამუშაკები, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები, სარგებლობენ ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით იმ მომენტიდან, როდესაც მათ მიენიჭებათ პრივილეგიები და იმუნიტეტები ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ჩამოსვლის მომენტიდან, ან იმ მომენტიდან, როცა ისინი მისი ოჯახის წევრები ან კერძო შინამუშაკები გახდნენ, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა უფრო ადრე.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციების შეწყვეტისას, მისი, აგრეთვე მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრებისა და მისი კერძო შინამუშაკის პრივილეგიები და იმუნიტეტები ჩვეულებრივ წყდება იმ მომენტში, როცა ეს პირი დატოვებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ან ამისათვის საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე, იმისდა მიხედვით, თუ ამ მომენტებიდან რომელი დადგება უფრო ადრე, ამ დრომდე კი მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები ძალაში რჩება თვით შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი. რაც შეეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირებს, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება, როცა ისინი აღარ იქნებიან საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები ან დატოვებენ მასთან სამსახურს იმ პირობით, რომ, თუ ასეთი პირნი აპირებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებას გონივრული ვადის განმავლობაში, მაშინ მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები უნარჩუნდებათ გამგზავრების მომენტამდე.
4. მაგრამ საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულოს მომსახურე პირის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი მოქმედების მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტი გრძელდება ვადის შეუზღუდავად.
5. საკონსულო დაწესებულების მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში მასთან მცხოვრები მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან წასვლის მომენტამდე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან წასასვლელად საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ ამ მომენტებიდან რომელი დგება უფრო ადრ