საკონსულო დაწესებულების მუშაკის ან მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო:
a) ნებას რთავს, გატანილ იქნეს გარდაცვლილის მოძრავი ქონება, გარდა იმ ქონებისა, რომელიც იყო შეძენილი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და რომლის გატანა აკრძალული იყო მისი გარდაცვალების მომენტისათვის;
b) არ ახდევინებს არანაირ სახელმწიფო, რაიონულ თუ მუნიციპალურ სამემკვიდრო გადასახადს ან იმ მოძრავი ქონების სამემკვიდრო ბაჟს, რომელიც არსებობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაცვლილი პირი ამ სახელმწიფოში იმყოფებოდა როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკი ან მისი ოჯახის წევრ