1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ამ კონვენციის მე-18, მე-19 და მე-20- მუხლებით გათვალისწინებულ საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ან მათი ოჯახის წევრთა ნებისმიერ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ასეთი უარი ყოველთვის უნდა იყოს გარკვევით გამოთქმული და წერილობით ეცნობოს იგი ადგილსამყოფელ სახელმწიფოს.
3. საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულოს მოსამსახურის მიერ საქმის აღძვრა იმ შემთხვევაში, როცა მას შეეძლო მე-19 მუხლის თანახმად იურისდიქციისადმი იმუნიტეტის გამოყენება, ართმევს მას უფლებას, ძირითად სარჩელთან უშუალოდ დაკავშირებული რომელიმე შეგებებული სარჩელის მიმართ იმუნიტეტი გამოიყენოს.
4. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე უარის თქმა არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად აღმასრულებელი მოქმედებებისადმი იმუნიტეტზე უარის თქმას. ასეთ მოქმედებათა მიმართ აუცილებელია ცალკე უარ