1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ნებისმიერ პრივილეგიასა და იმუნიტეტზე, რომელიც გათვალისწინებულია 19,21 და 22 მუხლებით.

2. ასეთი უარი ყოველთვის უნდა იყოს გარკვევით გამოთქმული და წერილობით ეცნობოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს.

3. საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო მოსამსახურის მიერ საქმის აღძვრა იმ შემთხვევაში, როცა მას შეეძლო 21-ე მუხლის თანახმად იურისდიქციისადმი იმუნიტეტის გამოყენება, ართმევს მას უფლებას, ძირითად სარჩელთან უშუალოდ დაკავშირებული რომელიმე შეგებებული სარჩელის მიმართ იმუნიტეტი გამოიყენოს.

4. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე უარის თქმა არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, აღმასრულებელი მოქმედებისადმი იმუნიტეტზე უარის თქმას, ასეთ მოქმედებათა მიმართ აუცილებელია ცალკე უარ