1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ არ ვრცელდება საკონსულო დაწესებულების მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც სამუშაოს წარმდგენი სახელმწიფოსათვის ასრულებენ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა აგრეთვე ვრცელდება კერძო შინამუშაკებზე, რომლებიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკებს ემსახურებიან, იმ პირობით, თუ:
ა) ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და არ ცხოვრობენ იქ მუდმივად;
ბ) მათზე ვრცელდება წარმდგენი ან მესამე სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკებმა, რომლებიც დაიქირავებენ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა, უნდა შეასრულონ დამქირავებელზე დაკისრებული მოვალეობანი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის ნორმების შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებული შეუვალობა ხელს არ უშლის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფლობით მონაწილეობას იმ პირობით, თუ ასეთი მონაწილეობა ნებადართულია ამ სახელმწიფოს მიე