1. საკონსულო თანამდებობის პირები, საკონსულო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი ვალდებულებებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უცხოელთა რეგისტრაციის მიმართ და ცხოვრების ან ყოფნის ნებართვის მიღებისაგან.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება საკონსულოს იმ მოსამსახურის მიმართ, რომელიც არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მუდმივი მოსამსახურე ან ეწევა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შემოსავლის მიღების მიზნით კერძო საქმიანობას, აგრეთვე ასეთი მოსამსახურის ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმარ