1. საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულოს მოსამსახურეები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი პირადი თუ ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადისაგან, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, გარდა:
a) არაპირდაპირი გადასახადისა, რომელიც ჩვეულებრივ შედის საქონლის ან მომსახურების ღირებულებაში;
b) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებაზე მოსაკრებლებისა და გადასახადებისა, ამ კონვენციის მე-15 მუხლში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით;
c) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ სამემკვიდრეო ქონებაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე, ანდა მის გადაცემაზე დაწესებული გადასახადებისა, ამ კონვენციის 27-ე მუხლის „b“ პუნქტში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით;
d) კონკრეტული მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადებისა;
e) სარეგისტრაციო, სასამართლო და რეესტრული ბაჟისა, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებლებისა, ამ კონვენციის მე-15 მუხლში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით.
2. მომსახურე პერსონალის მუშაკები თავისუფლდებიან გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან ხელფასზე, რომელსაც იღებენ თავიანთი სამუშაოსათვის.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რომლებიც დაიქირავებენ პირებს, რომელთა ხელფასი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, ასრულებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით დამქირავებლისათვის განსაზღვრულ მოვალეობებს, რომლებიც შეეხება საშემოსავლო გადასახადის გადახდა