1. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სპეციალური მისიის შეუზღუდავი ურთიერთობა ყველა სახის ოფიციალური მიზნებისათვის. წარმგზავნი სახელმწიფოს მთავრობასთან, მის დიპლომატიურ მისიებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და სხვა სპეციალურ მისიებთან ან ამავე მისიის ცალკეულ განყოფილებებთან ურთიერთობისათვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, სპეციალურ მისიას შეუძლია გამოიყენოს ყველა საშუალება, კურიერებისა და კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების ჩათვლით. ამასთან, სპეციალურ მისიას შეუძლია დააყენოს რადიოგადამცემი საშუალებები მხოლოდ ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით.
2. სპეციალური მისიის ოფიციალური კორესპონდენცია არის ხელშეუხებელი. ოფიციალურ კორესპონდენციაში იგულიხმება სპეციალურ მისიასა და მის ფუნქციებთან დაკავშირებული ყველა სახის კორესპონდენცია.
3. სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, სპეციალურ მისიას შეუძლია ისარგებლოს წარმგზავნი სახელმწიფოს მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის საკომუნიკაციო საშუალებებით, დიპლომატიური ფოსტისა და საკურიერო მომსახურების ჩათვლით.
4. სპეციალური მისიის ფოსტა არ ექვემდებარება არც გახსნას და არც დაკავებას.
5. გზავნილს, რომლისგანაც შედგება სპეციალური მისიის ფოსტა, უნდა გააჩნდეს თვალსაჩინო განმასხვავებელი ნიშნები, და იგი უნდა შეიცავდეს მხოლოდ დოკუმენტაციას და სპეციალური მისიის ოფიციალური გამოყენებისთვის გამიზნულ ნივთებს.
6. სპეციალური მისიის კურიერი, რომელსაც თან აქვს თავისი სტატუსისა და საფოსტო გზავნილების რაოდენობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, სარგებლობს მიმღები სახელმწიფოს დაცვით თავისი მოვალეობის შესრულების დროს. იგი ასევე სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება დაპატიმრებასა და დაკავებას.
7. წარმგზავნ სახლმწიფოს ან სპეციალურ მისიას შეუძლია დანიშნოს სპეციალური მისიის ad hoc კურიერები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები გამოიყენება ასეთ შემთხვევებშიც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ad hoc კურიერის მიმართ ზემოაღნიშნული იმუნიტეტები წყვეტს მოქმედებას მის მიერ ფოსტის დანიშნულების ადგილზე ჩაბარების მომენტში.
8. სპეციალური მისიის ფოსტა შეიძლება ჩაჰბარდეს იმ გემის ან თვითმფრინავის კაპიტანს, რომელიც უნდა შევიდეს ან დაეშვას საამისოდ განკუთვნილ პორტში ან აეროპორტში. კაპიტანი უნდა ფლობდეს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია საფოსტო გზავნილების რაოდენობა. ამასთან, კაპიტანი არ ითვლება სპეციალური მისიის კურიერად. შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით, სპეციალურ მისიას შეუძლია გააგზავნოს ერთ-ერთი თავისი წარმომადგენელი გემის ან თვითმფრინავის კაპიტნისაგან საფოსტო გზავნილის მისაღებად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშ