1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებზე სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრებზე არ ვრცელდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი სოციალური უზრუნველყოფის ნომრები, ამ პირთა მიერ წარმგზავნი სახელმწიფოსათვის გაწეული მომსახურებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გამონაკლისი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრების პირად სამსახურში, თუ:
a) ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები, ან მუდმივად არ ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე;
b) მათზე ვრცელდება სოციალური უზრუნველყოფის ის ნორმები, რომელიც მოქმედებს წარმგზავნ ან მესამე სახელმწიფოში.
3. წარმგზავნ სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალი, რომლებსაც სამსახურში აჰყავთ ისეთი პირები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი, ვალდებულნი არიან შეასრულონ ის მოვალეობები, რომლებსაც დამქირავებლებს აკისრებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი სოციალური უზრუნველყოფის ნორმები.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი წესი, არ გამორიცხავს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფლობით მონაწილეობას, თუ ასეთი რამ დაშვებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოს მიერ.
5. ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში დადებულ იმ ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც დაიდო უფრო ადრე და ასევე ხელს არ უშლის ამგვრი შეთანხმებების დადებას მომავალშ