წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი პირადი, ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური მოსაკრებლისა და გადასახადებისაგან გარდა;
a) ირიბი გადასახადებისა, რომლებიც შედის საქონლისა თუ მომსახურების ფასში;
b) მოსაკრებლებისა და იმ უძრავ ქონებაზე დაწესებული გადასახადებისა, რომელიც მდებარეობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი მას ფლობს წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით მისიის მიზნების განსახორციელებლად;
c) მემკვიდრეობით მიღებული უძრავი და მოძრავი ქონების გადასახადებისა, რომელსაც აწესებს ადგილსამყოფელი სახელმწიფო 44-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით;
d) იმ პირად შემოსავალზე დაწესებული გადასახადებისა და მოსაკრებლებისა, რომლის წყაროც ადგილსამყოფელ სახელმწიფოშია, ასევე იმ ინვესტიციებთან დაკავშირებული გადასახადებისა, რომლებიც განხორციელდა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განლაგებულ კომერციულ საწარმოებში;
e) იმ მოაკრებლებისა, რომლებიც დაწესებულია მომსახურების კონკრეტულ სახეებზე;
f) სააღრიცხვო და სარეგისტრაციო მოსაკრებლებისა, ასევე იპოთეკური და გერბის გადასახადებისა, 24-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინები