1. წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლები სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სარგებლობენ სისხლისსამართლებრივი დევნის იმუნიტეტით.
2. ისინი ასევე სარგებლობენ სამოქალაქო და ადმინისტრაციული დევნის იმუნიტეტით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
a) თუ შეტანილია ქონებრივი სარჩელი, რომელიც ეხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოპასუხე ფლობს ამ ქონებას წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით მისიის მიზნებისათვის;
b) თუ შეტანილია სარჩელი, რომელიც ეხება მემკვიდრეობას, სადაც მოპასუხე გამოდის ანდერძის აღმსრულებლის, სამკვიდრო ქონების ადმინისტრატორის, მემკვიდრის ან ლეგატარის როლში და მოქმედებს არა წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით, არამედ, როგორც კერძო პირი;
c) თუ შეტანილია სარჩელი, რომელიც ეხება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოპასუხის მიერ თავისი ოფიციალური ფუნქციების მიღმა განხორციელებულ ნებისმიერ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას;
d) თუ შეტანილია სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც გამოწვეულია მოპასუხის მიერ არა სამსახურებრივი მიზნით გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებით.
3. წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელი სპეციალურ მისიაში და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება მოწმის სახით.
4. არანაირი სააღსრულებლო ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლების ან მისი დიპლომატიური პერსონალის წევრების მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის a,b,c და d ქვეპუნქტებით, ამასთან, ეს ზომები არ უნდა ლახავდეს პიროვნებისა და მისი საცხოვრებლის ხელშეუხებლობას.
5. სასამართლო იმუნიტეტი არ ათავისუფლებს სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრებს წარმგზავნი სახელმწიფოს იურისდიქციისაგა