1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი არ ექვემდებარება დაპატიმრების და დაკავების ნებისმიერ ფორმას, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის დოკუმენტები, კორესპონდენცია და ქონება ხელშეუხებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით ნებადართული აღმასრულებელი ღონისძიებები.
3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი ნებისმიერ შემთხვევაში სარგებლობს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქციის მიმართ. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრს იმუნიტეტი სისხლის სამართლის იურისდიქციის მიმართ შეიძლება მოეხსნას განსაზღვრულ გარემოებებში წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ ან ევროკავშირის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. ასეთი მოხსნის საფუძველი უნდა იყოს ყოველთვის ნათლად გამოხატული.
4. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ მის მიერ ზეპირად ან წერილობით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, ასევე იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება პერსონალის მიერ ოფიციალური ფუნქციების შესრულებისას. თუ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრის მიმართ დაიწყება სამოქალაქო პროცესი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნებისმიერ სასამართლოში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისიის ხელმძღვანელს და წარმგზავნი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ან ევროკავშირის ორგანიზაციას. სასამართლო პროცესის დაწყებამდე მისიის ხელმძღვანელმა, წარმგზავნი სახლმწიფო კომპეტენტურმა ორგანოებმა ან ევროკავშირის ორგანიზაციამ უნდა დაუდასტუროს სასამართლოს, რომ მოცემული ქმედება განხორცილდება თუ არა ევროკაშირის მისიის პერსონალის წევრის მიერ ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას. თუ ქმედება ჩადენილი იქნება ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, სასამართლო პროცესი არ უნდა იქნეს დაწყებული და გამოყენებული უნდა იქნეს მე-17 მუხლით განსაზღვრული დებულებები. თუ ქმედება ჩადენილი არ იყო ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს. მისიის ხელმძღვანელის, წარმგზავნი სახელმწიფოს ან ევროკავშირის ორგანიზაციის დადასტურება სავალდებულოა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციისთვის და ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ არ უნდა გახადოს იგი სადავოდ.
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრის მიერ პროცესის დაწყება არ აძლევს მას უფლებას დაეყრდნოს იურისდიქციის მიმართ არსებულ იმუნიტეტს ძირითად სარჩელთან პირდაპირ დაკავშირებულ ნებისმიერ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით.
5. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება, როგორც მოწმემ.
6. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი აღმასრულებელი ზომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინააღმდეგ დაწყებულია სამოქალაქო პროცესი, რომელიც დაკავშირებული არ არის პერსონალის წევრის მიერ ოფიციალური ფუნქციების შესრულებასთან. თუ მისიის ხელმძღვანელის მიერ დადასტურებულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის ქონება საჭიროა პერსონალის ოფიციალური ფუნქციების შესასრულებლად, ასეთი ქონება თავისუფლდება ყადაღის დადებისაგან როგორც სასამართლო ბრძანების, გადაწყვეტილების ან განკარგულების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. სამოქალაქო პროცესის დროს საქართველოში ევროკავშირის მონოტორინგის მისიის პერსონალი არ ექვემდებარება პირადი თავისუფლების ნებისმიერ შეზღუდვას ან დაკავების ნებისმიერ ფორმას.
7. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციის მიმართ იმუნიტეტი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრს არ ათვისუფლებს შესაბამისი წარმგზავნი სახელმწიფოს იურისდიქციის მოთხოვნებისგან.
8. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისთვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით თავისუფლდება სოციალური დაზღვევის შესახებ დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისგან, რომლებიც შეიძლება მოქმედებდეს ადგილსამყოფელ სახლმწიფოში.
9. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი ადგისამყოფელ სახელმწიფოში თავისუფლდება იმ ხელფასის ან შემოსავლის ნებისმიერი ფორმით დაბეგვრისგან, რომელსაც მათ უხდის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია ანდა წარმგზავნი სახელმწიფოები, - ასევე სხვა შემოსავლების დაბეგვრისგან, რომელსაც ისინი იღებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს გარედან.
10. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იმ კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნეს მის მიერ, გასცემს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის პირადი მომხმარებლისთვის განკუთვნილი ნივთების ქვეყანაში შეტანის ნებართვას და უზრუნველყოფს ამ ნივთების გათავისუფლებას ნებისმიერი საბაჟო გადასახადებისაგან, მოსაკრებლისგან და სხვა მსგავსი გადასახადებისგან, გარდა შენახვის, გადაზიდვის და სხვა მსგავსი სამუშაოებისთვის საჭირო გადასახადებისა. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ასევე გასცემს ასეთი ნივთების ექსპორტის ნებართვას. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადებისგან ადგილობრივ ბაზარზე შესყიდულ საქონელზე და მომსახურებაზე.
11. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის პირადი ბარგი არ ექვემდებარება შემოწმებას, თუ არ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის შეიცავს ისეთ ნივთებს, რომლებიც განკუთვნილი არ არის პერსონალის პირადი მოხმარებისთვის ან ხორციელდება ისეთი ნივთების ექსპორტი ან იმპორტი, რომლებიც აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან რომელთა ქვეყანაში შეტანა და გატანა კონტროლდება საკარანტინო წესებით. ასეთი შემოწმება ჩატარდება მხოლოდ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაინტერესებული პერსონალის ან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრები