1. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალი იდენტიფიცირებული და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო სამინისტროს მიერ გაცემული საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საიდენტიფიკაციო ბარათით, რომლის ტარებაც მათ ევალებათ ნებისმიერ დროს. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს მიეწოდებათ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საიდენტიფიკაციო ბარათის ნიმუში.
2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ავტომანქანებს ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებს უნდა გააჩნდეთ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განმასხვავებელი საიდენტიფიკაციო ნიშნები ან/და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური დიპლომატიური სარეგისტრაციო ნომრები, რომელთა ნიმუშები უნდა გადაეცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს.
3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას უფლება აქვს აღმართოს ევროკავშირის დროშა, ცალკე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დროშასთან ერთად, მის შტაბებზე და ნებისმიერ ადგილას, მისიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისად. სახელმწიფო დროშები ან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სიმბოლოები, რომლებიც შეიცავს შესაბამის სახელმწიფო ელემენტებს, შეიძლება გამოიფინოს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენობებზე და ავტომობილებზე, ასევე დამაგრდეს ფორმებზე, მისიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შესაბამისა