1. საქართველოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალმა უნდა დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები და თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ქმედების ან საქმიანობისგან, რომელიც შეუთავსებელია მისიის მიზნებთან.
2. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია იქნება დამოუკიდებელი წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მისი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით. ადგილსამყოფელი სახელმწიფო პატივს სცემს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის უნიტარულ და საერთაშორისო ხასაითს.
3. მისიის ხელმძღვანელი რეგულარულად შეატყობინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებული საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის რაოდენობა