1. კონტრაქტორის მიერ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისთვის საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება თავისუფლდება არაპირდაპირი გადასახადებისგან (ფასი არ უნდა შეიცავდეს გადასახადს).

2. კონტრაქტორის მიერ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობასთან დაკავშირებით შესყიდული საქონლის იმპორტი თავისუფლდება ნებისმიერი საბაჟო გადასახადისგან, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადისა და აქციზისგან.

3. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ კონტრაქტორის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან თანამშრომლობით შეიმუშავებენ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისგან გათავისუფლების წესებ