1. წარმგზავნი სახელმწიფო, თავისი საკუთარი შესაძლებლობებით, იღებს სრულ პასუხისმგებლობას საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის უსაფრთხოებაზე.

2. ამ მიზნით, ადგილსამყოფელი სახელმწიფო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის დაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების მიზნით. ადგისამყოფელი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი სპეციალური ღონისძიება განხორციელებამდე უნდა შეთანხმდეს მისიის ხელმძღვანელთან. ადგილსამყოფელი სახელმწიფო უსასყიდლოდ ნებას დართავს და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ისეთ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის სამედიცინო ევაკუაციასთან. საჭიროების შემთხვევაში, დაიდება დამატებითი შეთანხმება მე–20 მუხლის შესაბამისა