1. ამ კონვენციის შესაბამისად, შენობა რომელშიც განლაგებულია სპეციალური მისია, ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ შეუძლიათ შენობაში შესვლა სპეციალური მისიის მეთაურის თანხმობის გარეშე, ან საჭიროების შემთხვევაში, წარმგზავნი სახელმწიფოს იმ მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობის გარეშე, რომელიც აკრედიტებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. ამგვარი თანხმობა გაცემულად ჩაითვლება ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურებების შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია სერიოზული საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას და თუ შეუძლებელია სპეციალური მისიის მეთაურის ან, საჭიროების შემთხვევაში, მუდმივი წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობის მიღება.

2. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს აკისრია სპეციალური ვალდებულება მიიღოს ყველა ზომა სპეციალური მისიის შენობების დაცვის მიზნით ყოველგვარი შეჭრის ან ზიანის მიყენებისაგან და ასევე უზრუნველყოს სპეციალური მისიის უსაფრთხოება და მისი ღირსება.

3. სპეციალური მისიის შენობა, ინვენტარი დ სხვა სახის ქონება, რომელიც გამოიყენება სპეციალური მისიის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების პროცესში და ასევე სპეციალური მისიის სატრანსპოროტო საშუალებები სარგებლობენ იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზირების, კონფისკაციის ან ამოღებისაგა