1. სპეციალური მისიის ადგილსამყოფელი განისაზღვრება დაინტერესებულ სახელმწიფოთა შეთანხმებით.

2. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში სპეციალური მისიის ადგილსამყოფელი იქნება იქ, სადაც ადგილსამყოფელ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროა განლაგებული.

3. თუ სპეციალური მისია ახორციელებს თავის ფუნქციებს სხვადასხვა ადგილას, დაინტერესებული სახელმწიფოები შესაძლოა შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მისიას ჰქონდეს ერთზე მეტი ადგილსამყოფელი, რომელთაგან მათ შეუძლიათ აირჩიონ ერთი ძირითადი ადგილსამყოფელ