1. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე შეატყობინოს წარმგზავნ სახელმწიფოს, რომ წარმგზავნი სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენელი სპეციალურ მისიაში ან მისი დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი არის „NON GRATA“ პირი, ან რომ მისიის დიპლომატიური პერსოანლის ნებისმიერი სხვა წევრი მიუღებელია მისთვის. ასეთ შემთხვევაში წარმგზავნმა სახელმწიფომ შეძლებისდაგვარად უნდა გამოიწვიოს ეს პირი ან შეუწყვიტოს მას მისიაში მუშაობის უფლებამოსილება. პირი შეიძლება გამოცხადებულ იქნეს „NON GRATA“-დ ან მიჩნეულ იქნეს მიუღებლად ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ჩასვლამდე.

2. თუკი წარმგზავნი სახელმწიფო უარს აცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ან გონივრულ ვადაში ვერ ასრულებს მათ, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია უარი განაცხადოს შესაბამისი პირის, როგორც სპეციალური მისიის წევრის აღიარებაზ