1. სპეციალური მისიის მეთაური, ან თუ წარმგზავნ სახელმწიფოს არ ჰყავს დანიშნული მეთაური, წარმგზავნი სახელმწიფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი დანიშნული ამ უკანასკენლის მიერ, უფლებამოსილია იმოქმედოს სპეციალური მისიის სახელით და გაუგზავნოს შეტყობინებები ადგილსამყოფელ სახელმწიფოს. სპეციალურ მისიასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უგზავნის მისიის მეთაურს, ხოლო ასეთის არ არსებობისას, ზემოთ მითითებულ წარმომადგენელს უშუალოდ ან მუდმივმოქმედი დიპლომატიური მისიის მეშვეობით.
2. მიუხედავად ზემოთქმულისა, წარმგზავნ სახელმწიფოს, სპეციალური მისიის მეთაურს ან მისი არარსებობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ წარმომადგენელს შეუძლია სპეციალური მისიის წევრს მიანიჭოს სპეციალური მისიის მეთაურის ან ზემოხსენებული წარმომადგენლის ფუნქციების შესრულების ან მისიის სახელით მოქმედების უფლებამოსილებ