1. ორი ან მეტი სახელმწიფოს სპეციალური მისიები შეიძლება შეიკრიბონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამ მესამე სახელმწიფოს მკაფიოდ ფორმულირებული თანხმობის მიღების შემდეგ, რომელიც იტოვებს მისი გაუქმების უფლებას.

2. თანხმობას გაცემასთან ერთად, მესამე სახელმწიფოს შეუძლია დათქვას ის პირობები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს წარმგზავნი სახელმწიფოების მიერ.

3. მესამე სახელმწიფო წარმგზავნი სახელმწიფოების მიმართ სარგებლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უფლებებითა და ვალდებულებებით, რომლებსაც იგი განსაზღვრავს თანხმობის გაცემის შემთხვევაშ