1. სპეციალური მისიის მიერ განხორციელებული ფუნქციების ხასიათისა და ხანგრძლივობის შესაბამისად, წარმგზავნი სახელმწიფო და მისიის სახელით მოქმედი სპეციალური მისიის წევრები განთავისუფლებული არიან სპეციალური მისიის მიერ დაკავებულ შენობებთან დაკავშირებული ყველა სახის ეროვნული, რეგიონული და მუნიციპალური მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან, გარდა კონკრებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებსა და გადასახადებზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა გადაიხადონ იმ პირებმა, რომელთაც კონტრაქტი აქვთ დადებული წარმგზავნ სახელმწიფოსთან ან სპეციალური მისიის წევრებთა