სასამართლოს არ შეუძლია წარადგინოს გადაცემის ან დახმარების მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსგან მოითხოვს მესამე სახელმწიფოს პირის ან ქონების სახელმწიფო ან დიპლომატიურ იმუნიტეტთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებთან შეუსაბამოდ მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს შეუძლია თავიდანვე უზრუნველყოს ამ მესამე სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობა იმუნიტეტის მოხსნისთვის.

სასამართლოს არ შეუძლია წარადგინოს გადაცემის მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსგან მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებებით მასზე დაკისრებულ იმ ვალდებულებებთან შეუსაბამოდ მოქმედებას, რომელთა თანახმადაც საჭიროა წარმგზავნი სახელმწიფოს თანხმობა ამ სახელმწიფოს პირის სასამართლოსთვის გადაცემისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს შეუძლია თავიდანვე უზრუნველყოს წარმგზავნი სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობა გადაცემაზე თანხმობის გაცემისთვი