თუ მოთხოვნის დაუყოვნებელი შესრულება ხელს შეუშლის მოთხოვნით გათვალისწინებული საქმისგან განსხვავებული საქმის მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია გადაავადოს მოთხოვნის შესრულება სასამართლოსთან შეთანხმებული ვადით. თუმცა, გადავადება არ უნდა აღემატებოდეს იმ ვადას, რომელიც აუცილებელია მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში შესაბამისი გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დასრულებისთვის. გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა განიხილოს, შესაძლებელია თუ არა დახმარების დაუყოვნებლივ აღმოჩენა გარკვეული პირობების დაცვით.
თუ გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პირველი პუნქტის შესაბამისად, პროკურორს შეუძლია მოითხოვოს ზომების მიღება მტკიცებულებების დასაცავად 93-ე მუხლის პირველი პუნქტის (j) ქვეპუნქტის შესაბამისა