როდესაც მხარე სახელმწიფო იღებს წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომლის მიმართაც ის აიდენტიფიცირებს პრობლემებს, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს ან მოახდინოს მოთხოვნის შესრულების პრევენცია, ამ სახელმწიფომ, საკითხის გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა გამართოს კონსულტაცია სასამართლოსთან. ასეთი პრობლემები შეიძლება მოიცავდეს, inter alia:
მოთხოვნის შესასრულებლად არასაკმარისი ინფორმაცია;
გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ყველა მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელია მოთხოვნაში მითითებული პირის ადგილსამყოფლის დადგენა ან ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში მყოფი პირი აშკარად არ არის ორდერში მითითებული პირი; ან
ის ფაქტი, რომ მოთხოვნის არსებული ფორმით შესრულება მოითხოვს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს მიმართ მანამდე ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა