წინამდებარე წესდების შესაბამისად სასამართლოსთვის გადაცემული პირის მიმართ არ შეიძლება დაიწყოს სამართალწარმოება, შეეფარდოს სასჯელი ან დააკავონ გადაცემამდე ჩადენილი ნებისმიერი ქმედებისთვის, გარდა იმ ქმედებისა ან ქმედების მიმდინარეობისა, რომელიც წარმოადგენს იმ დანაშაულების საფუძველს, რომლებისთვისაც ეს პირი იქნა გადაცემული.
სასამართლოს შეუძლია, სასამართლოსთვის პირის გადამცემი სახელმწიფოსგან მოითხოვოს, რომ არ იქნეს გამოყენებული პირველი პუნქტის მოთხოვნები და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია 91-ე მუხლის შესაბამისად. მხარე სახელმწიფოებს აქვთ უფლება, სასამართლოს შეატყობინონ, რომ არ იყენებენ პირველ პუნქტს და უნდა ეცადონ ამის გაკეთება