თავისუფლების აღკვეთის სასჯელი მოხდილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ შერჩეულ სახელმწიფოში იმ სახელმწიფოთა სიიდან, რომლებმაც სასამართლოს აცნობეს სასჯელშეფარდებულ პირთა მიღების სურვილი.

სასჯელშეფარდებული პირების მიღების სურვილის გამოხატვისას, სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს მის მიერ მიღების პირობები, სასამართლოსთან შეთანხმებით და წინამდებარე ნაწილის თანახმად.

კონკრეტულ საქმეში შერჩეულმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს, ეთანხმება თუ არა იგი სასამართლოს მიერ მის შერჩევას.

აღსრულების სახელმწიფომ სასამართლოს უნდა აცნობოს ნებისმიერი გარემოების, მათ შორის, პირველი პუნქტით მიხედვით შეთანხმებული ნებისმიერი პირობის შესრულების შესახებ, რამაც შეიძლება არსებითად იმოქმედოს თავისუფლების აღკვეთის ვადებზე ან მოცულობაზე. სასამართლოს ასეთი ცნობილი ან პროგნოზირებადი გარემოებების შესახებ უნდა ეცნობოს სულ მცირე 45 დღით ადრე. ამ პერიოდის განმავლობაში, აღსრულების სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს რაიმე ზომა, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ვალდებულებებს 110-ე მუხლის მიხედვით.

თუ სასამართლო ვერ ეთანხმება (a) ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებს, მან უნდა აცნობოს აღსრულების სახელმწიფოს და უნდა იმოქმედოს 104-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

პირველი პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის დისკრეციის განხორციელებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

პრინციპი, რომლის მიხედვითაც მხარე სახელმწიფოებმა უნდა გაიზიარონ თავისუფლების აღკვეთის სასჯელების აღსრულების პასუხისმგებლობა, სამართლიანი განაწილების პრინციპების შესაბამისად, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებში“;

პატიმრებთან მოპყრობის მომწესრიგებელი ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სახელშეკრულებო სტანდარტების გამოყენება;

მსჯავრდებული პირის მოსაზრებები;

სასჯელშეფარდებული პირის მოქალაქეობა;

დანაშაულის გარემოებებთან ან სასჯელშეფარდებულ პირთან ან სასჯელის ეფექტიან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა ისეთ ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს აღსრულების სახელმწიფოს შერჩევისას.

თუ რომელიმე სახელმწიფო არ არის შერჩეული პირველი პუნქტის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სასჯელი მოხდილი იქნება მასპინძელი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საპატიმრო დაწესებულებაში, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ადგილსამყოფლის შესახებ შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის სასჯელის აღსრულებით გამოწვეული ხარჯები უნდა აანაზღაუროს სასამართლო