თუ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, მოცემული ქმედებისათვის თავისუფლებისაღკვეთის ზღვრული ვადა უფრო ნაკლებია, ვიდრე განაჩენით არის დადგენილი, სასამართლო განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კანონმდებლობით. მსჯავრდებულის მიერ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე მოხდილი სასჯელის ნაწილი, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაითვლება.

განაჩენით დადგენილი დამატებითი სასჯელი, თუ იგი არ აღსრულებულა, განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, თუ ჩადენილი ქმედებისათვის ასეთი სასჯელი გათვალისწინებულია ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კანონმდებლობით. დამატებითი სასჯელი განისაზღვრება ამ მუხლით გათვალისწინებული წესი