თუ სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემის შემდეგ ხელშეკრულების მონაწილე განაჩენის გამომტანი მხარის კომპეტენტური სასამართლო შეცვლის განაჩენს, ამის შესახებ გადაწყვეტილების ასლი და სხვა აუცილებელი დოკუმენტები ეგზავნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც მსჯავრდებული გადაეცა. ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლო, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული, წყვეტს საკითხს ასეთი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ამ ხელშეკრულების 71–ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

თუ სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემის შემდეგ ხელშეკრულების მონაწილე განაჩენის გამომტანი მხარის კომპეტენტური სასამართლო გააუქმებს განაჩენს და შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს, ამის შესახებ გადაწყვეტილების ასლი და მისი დამოწმებული თარგმანი აღსასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც მსჯავრდებული გადაეცა.

4. ურთიერთობის წესი