დოკუმენტების გადაგზავნა

1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს გადაუგზავნიან მოწმობებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ, და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეთა პირად უფლებებსა და ინტერესებს.

2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წიგნიდან ამონაწერებს სამსახურებრივი სარგებლობისათვის ერთმანეთს გადაუგზავნიან უფასოდ და თარგმნის გარეშ