1. დოკუმენტები, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე დადგენილი წესით არის შედგენილი ან დამოწმებული და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის დაწესებულების ან სხვა დაწესებულების ანდა საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით არის დამოწმებული ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დაწესებულებების მიერ მიიღება ლეგალიზაციის გარეშე.
2. დოკუმენტები, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე განიხილება როგორც ოფიციალური დოკუმენტები, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ ოფიციალური დოკუმენტების ისეთივე მამტკიცებელი ძალი