მსჯავრდებულის შეწყალება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის მიერ, რომელსაც ის გადაეცა სასჯელის მოსახდელად. ამნისტია მსჯავრდებულის გადაცემის შემდეგ ხორციელდება ამნისტიის შესახებ გამოცემული იმ აქტების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის მიერ, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი და ასევე, ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის მიერ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული.
განაჩენის გადასინჯვა მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც გადაეცა ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის, რომლის მოქალაქეც ის არის, შეიძლება განახორციელოს ხელშეკრულების მონაწილე განაჩენის გამომტანი მხარის კომპეტენტურმა სასამართლო