ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, შეუძლია მიმართოს თხოვნით ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომლის სასამართლომაც განაჩენი გამოიტანა, რათა განიხილოს საკითხი მსჯავრდებულის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ.

მსჯავრდებულს, მის ნათესავებს ან კანონიერ წარმომადგენელს შეუძლიათ მიმართონ შუამდგომლობით მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის სასამართლომაც პირს მსჯავრი დასდო, ან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც იგი არის. ასეთი მიმართვის შესაძლებლობის შესახებ მსჯავრდებულს უნდა განემარტოს განაჩენის გამოტანისა