მსჯავრდებულის გადაცემა არ ხდება, თუ:
1) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, ქმედება, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, დანაშაულს არ წარმოადგენს;
2) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, სასჯელი არ შეიძლება აღსრულდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ან ამ მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით;
3) თუ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, მან სასჯელი მოიხადა ან გამართლებული იქნა, ანდა საქმე შეწყდა, აგრეთვე, თუ პირი ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ სასჯელისაგან იქნა გათავისუფლებული;
4) მსჯავრდებულს, ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის სასამართლომაც განაჩენი გამოიტანა, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
5) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით არ იქნა მიღწეული შეთანხმება მსჯავრდებულის გადაცემის შესახე