სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემის მიზნით ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი, მიმართავს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული. მიმართვას თან ერთვის:
1) განაჩენის ან ზემდგომი სასამართლო ინსტანციების საქმეზე არსებული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები. ასევე, დოკუმენტები განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;
2) დოკუმენტი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის ნაწილის მოხდის შესახებ და სასჯელის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც შემდგომში უნდა მოიხადოს;
3) დოკუმენტი დამატებითი სასჯელის აღსრულების შესახებ, თუ ასეთი დანიშნული იყო;
4) სისხლის სამართლის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირი იქნა მსჯავრდებული;
5) მსჯავრდებულის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6) მიმართვისა და მასზე დართული დოკუმენტების დამოწმებული თარგმანი.
ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოებს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ გამოითხოვონ დამატებითი დოკუმენტები ან მონაცემებ