1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, სასჯელის მოსახდელად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაეცემიან იმ მხარეს, რომლის მოქალაქეებიც არიან.

2. სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემას შეიძლება ადგილი ჰქონდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.