1. ხლშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, რაც შეიძლება მოკლე ვადაში აუწყებს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი, თანახმაა თუ არა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მიიღოს მსჯავრდებული.

2. მსჯავრდებულის გადაცემის ადგილი, დრო და წესი განისაზღვრება ორივე მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.