1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.
2. არასრულწლოვან მსჯავრდებულზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა.
3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.06.2017 კანონი №949
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 96. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თშინავპატისუფლემრობის შეზღუდვით შეცვლა 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თშინავპატისუფლემრობის შეზღუდვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი. 2. არასრულწლოვან მსჯავრდებულზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა. 3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგან პირდოებისათვის სადსამდე რგაებლო შრომით ავნ შისუფლენაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.