1. არასრულწლოვანი მსჯავრდებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასჯელს იხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.
2. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით, პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.
4. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 21 წლის მიღწევისა.
5. 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები.
6. 21 წელს მიღწეული მსჯავრდებული, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული და რომელმაც 21 წლის მიღწევამდე მიიღო ზოგადი განათლება და გაიარა პროფესიული მომზადება, სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3033
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3033
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 90. მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა 1. არასრულწლოვანი მსჯავრდებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სასჯელს იხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. 2. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით, პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური დეპსარტამსახურის გენტერალურის დირექტორი აღნიშნული დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე. 4. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 21 წლის მიღწევისა. 5. 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები. 6. 21 წელს მიღწეული მსჯავრდებული, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული და რომელმაც 21 წლის მიღწევამდე მიიღო ზოგადი განათლება და გაიარა პროფესიული მომზადება, სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.