1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. # #
2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა.
3. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ზოგადი განათლების მიცემის და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის პროფესიული განათლების მიცემის მიზნით პატიმრობის დაწესებულება/არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს.
4. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანისთვის პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები, რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ მის დასაქმებას.
41. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით, რომელიც ხორციელდება პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით.
5. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
6. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულად ყოფნის/სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია არასრულწლოვნის, როგორც ნასამართლევის ან ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირება.
7. იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის, რომელსაც აქვს შემეცნებასა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ან არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია, სპეციალური პროგრამები უნდა არსებობდეს. მისი სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა მიმდინარეობდეს.
8. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მასთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3033
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3840 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3989
- 30.11.2023 კანონი №3840
- 16.03.2021 კანონი №354
- 05.07.2018 კანონი №3033
- 01.06.2017 კანონი №949
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 84. არასრულწლოვნისათვის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება 1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს სასჯელაღსრულებიუსა და პრობატიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. # # 2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ზოგადი განათლების მიცემის და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის პროფესიული განათლების მიცემის მიზნით პატიმრობის დაწესებულება/არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს. 4. არასრულწლოვანი მთა სჯავრეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანისთვის ხპელმნიტენციური კოდექსით დაწვდომგენილი წესით უნდა შეიყოქმნას პროფესიული განათლების მისღეთბი შესაძლებლ პირობები, რომლებიაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ მის დასაქმებას. 41. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით, რომელიც ხორციელდება პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით. 5. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 6. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულად ყოფნის/სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია არასრულწლოვნის, როგორც ნასამართლევის ან ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირება. 7. იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის, რომელსაც აქვს შემეცნებასა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ან არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია, სპეციალური პროგრამები უნდა არსებობდეს. მისი სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა მიმდინარეობდეს. 8. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი რეგულირდება საქართველოს სასჯელაღსრულებიუსა და პრობატიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მასთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება.