სასჯელის მოხდის შემდეგ, პირი, რომელიც არ არის აღსრულების სახელმწიფოს მოქალაქე, აღსრულების სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სახელმწიფოში, რომელიც ვალდებულია მიიღოს იგი, ან სხვა სახელმწიფოში, რომელიც თანახმაა მის მიღებაზე, ამ სახელმწიფოში გადასაყვანი პირის ნებისმიერი სურვილის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულების სახელმწიფო პირს მისცემს მის ტერიტორიაზე დარჩენის ნებართვას.
თუ რომელიმე სახელმწიფო არ აანაზღაურებს პირის სხვა სახელმწიფოში პირველი პუნქტის შესაბამისად გადაყვანასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასეთი ხარჯები უნდა აანაზღაუროს სასამართლომ.
108-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, აღსრულების სახელმწიფოს ასევე შეუძლია, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოახდინოს პირის ექსტრადირება ან სხვაგვარად გადასცეს იმ სახელმწიფოს, რომელმაც მოითხოვა პირის ექსტრადიცია ან გადაცემა გასამართლების ან სასჯელის აღსრულების მიზნი