აღსრულების სახელმწიფოს განკარგულებაში მყოფი სასჯელშეფარდებული პირი არ უნდა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას, დასჯას ან ექსტრადიციას მესამე სახელმწიფოში ამ პირის აღსრულების სახელმწიფოსთვის გადაცემამდე ჩადენილი რომელიმე ქმედებისთვის, თუ ასეთი სისხლისსამართლებრივი დევნა, დასჯა ან ექსტრადიცია, აღსრულების სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, არ არის ნებადართული სასამართლოს მიერ.

აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასჯელშეფარდებული პირის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ.

პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ სასჯელშეფარდებულ პირი ნებაყოფლობით დარჩება აღსრულების სახელმწიფოს ტერიტორიაზე 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სრული სასჯელის მოხდის შემდეგ, ან დაბრუნდება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი დატოვების შემდე