1. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის თანხმობის გარეშე არ შეიძლება გადაცემული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დასჯა ან მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად იმ დანაშაულისათვის, რომელიც მის გადაცემამდე იქნა ჩადენილი, მაგრამ იგი არ იყო გათვალისწინებული მისი გადაცემის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას.

2. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის თანხმობა საჭირო არ არის, თუ:

1) გადაცემულმა პირმა, რომელიც არ არის შემკითხველი მხარის მოქალაქე სისხლის სამართლის დევნის დამთავრების ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით გათავისუფლების დღიდან 15 დღის განმავლობაში არ დატოვა ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორია. ამ ვადაში არ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც გადაცემულ პირს მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო არ შეეძლო დაეტოვებინა ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორია.

2) გადაცემულმა პირმა დატოვა ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორია, მაგრამ შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ დააბრუნდა ამ ტერიტორიაზ