1.პირის გადაცემა არ ხდება, თუ:

1) პირი, რომლის გადაცემაზეც წარმოდგენილია შუამდგომლობა, არის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის მოქალაქე, ან იგი ამ სახელმწიფოში სარგებლობს თავშესაფარის უფლებით;

2) შუამდგომლობის მიღების მომენტისათვის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით არ შეიძლება აღძრულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ან განაჩენი მოყვანილ იქნეს სისრულეში ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან სხვა კანონიერი საფუძვლის გამო;

3) პირის მიმართ, რომლის გადაცემაზეც წაყენებულია თხოვნა, ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე იმავე დანაშაულისათვის უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

4) სისხლისსამართლებრივი დევნა ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად კერძო ბრალდების წესით ხორციელდება (დაზარალებულის განცხადებით).

2. პირის გადაცემაზე უარის თქმა შესაძლებელია, თუ დანაშაული, რომლის გამოც გაგზავნილია შუამდგომლობა გადაცემის შესახებ, ჩადენილია ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე.

3. პირის გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში შემკითხველ მხარეს უნდა ეცნობოს უარის თქმის საფუძველ