1. შუამდგომლობაში პირის გადაცემის შესახებ აღნიშნული უნდა იყოს:
1) შემკითხველი დაწესებულების სახელწოდება;
2) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც ქმედება მიჩნეულია დანაშაულად;
3) გადასაცემი პირის გვარი, სახელი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, შეძლებისდაგვარად გარეგნული ნიშნები, ფოტოსურათი და თითების ანაბეჭდი, აგრეთვე მისი პიროვნების შესახებ სხვა მონაცემები.
2. შუამდგომლობას პირის გადაცემის შესახებ სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად თან უნდა ერთვოდეს პატიმრობაში აყვანის დადგენილების დამოწმებული ასლის საქმის ფაქტიური გარემოებების აღწერით.
შუამდგომლობას პირის გადაცემის შესახებ განაჩენის სისრულეში მოსაყვანად თან უნდა ერთვოდეს განაჩენის დამოწმებული ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლის დადასტურებით და სისხლის სამართლის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულია პირი. თუ მსჯავრდებულმა მოიხადა სასჯელის ნაწილი, საჭიროა ეცნობოს მონაცემები ამის შესახებაც.
3. თუ შუამდგომლობა პირის გადაცემის შესახებ არ შეიცავს ყველა აუცილებელ მონაცემს, მაშინ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელ მხარეს შეუძლია გამოითხოვოს დამატებითი მონაცემები, რისთვისაც აწესებს ერთი თვის ვადას. ეს დრო ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის შუამდგომლოით შეიძლება გაგრძელდეს 15 დღემდე ვადით.
4. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე წყვეტს წაროებას პირის გადაცემის შესახებ და ათავისუფლებს პატმრობაში აყვანილ პირს, თუ ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის განმავორბაში შეტყობინებული არ იქნება აუცილებელი დამატებითი მონაცემებ