1. თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის თანხმობის გარეშე გადაცემული პირი არ შეიძლება მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ან დაისაჯოს მის გადაცემამდე ჩადენილი დანაშაულისთვის, რომლის გამოც იგი არ გადაუციათ.

2. თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის თანხმობის გარეშე გადაცემული პირი არ შეიძლება გადაეცეს მესამე სახელმწიფოს.

3. თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის თანხმობა აუცილებელი არ არის, თუკი გადაცემული პირი სისხლისსამართლებრივი წარმოების დასრულებიდან ერთი თვის შემდგომ, ხოლო გასამართლების შემთხვევაში - სასჯელის მოხდიდან ან მისგან გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ არ დატოვებს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას ანდა თუ იგი ნებაყოფლობით დაბრუნდება იქ. ამ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც გადაცემულ პირს არა საკუთარი ბრალით არ შეეძლო დაეტოვებინა თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორი