1. პირი, რომლის გადაცემასაც მოითხოვენ, შუამდგომლობისამებრ შეიძლება დაპატიმრებულ იქნეს გადაცემის მოთხოვნის მიღებამდეც. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს პატიმრობაში აყვანის შესახებ დადგენილებაზე ანდა კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე მითითებას და მინიშნებას იმაზე, რომ გადაცემის მოთხოვნის წარდგენა ხდება დამატებით. დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა, გადაცემის მოთხოვნის მიღებამდე, შეიძლება გადაიცეს ფოსტით, ტელეგრაფით, ტელექსით ან ტელეფაქსით.

2. პირი შეიძლება დაკავებულ იქნეს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის გარეშეც, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, რომელიც იწვევს გადაცემას.

3. დაპატიმრების ან დაკავების შესახებ მეორე ხელშემკვრელ მხარეს აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პირის გადაცემამდ